ესტონური გამოცდილება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების შესახებ [Video]

2017 წლის 6 აპრილი | 12:17

“ძალიან საინტერესოა როგორ აგვარებს ესტონეთი ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობებს, მეტსაც ვიტყოდი, ქვეყანა ამას არ აგვარებს, აგვარებს კონკრეტული რეგიონის თვითმმართველობა და ის აბსოლუტურად დამოუკიდებელია. რა თქმა უნდა ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავს ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ ვერ და არ ერევა თვითმმართველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შენ ახსენე ესტონეთში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი, ჩვენც არაერთი რეგიონი გვაქვს, რომელშიც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგალითად ახალქალაქი მოსახლეობა ეთნიკურად სომეხია და ასევე საღვრისპირა. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა ამ მხრივ ნარვაში. ნარვას მერიის შენობიდან ზუსტად 100 მეტრში ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტია, მთლიანად იდა ვირუმის ოლქში ესტონელები არიან ეთნიკური უმცირესობა, რეგიონში 23 % ია ესტონელი, ქალაქ ნარვაში კი თითქმის 97 % მოსახლეობისა ეთნიკურად რუსია. ჩვენთვის რა თქმა უნდა საკმაოდ საინტერესო იყო თუ როგორ ახერხებს ევროპული პატარა ქვეყნის, ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობა მშვიდობიან თანაცხოვრებას ამ შემთხვევაში ეთნიკურ ალბათ არა უმცირესობასთან, არამედ უმრავლესობასთან” – ნუგზარ სუარიძე.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 333.