ეროვნული ბიბლიოთეკიდან ორი უნიკალური წიგნის მისაკუთრებისთვის ერთი პირი დააკავეს {VIDEO}

2016 წლის 15 დეკემბერი | 15:12

სამართალდამცველებმა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.