ერდოღანის ეპოქა – დისკუსია TV25-ის ეთერში [Video]

2017 წლის 5 ივნისი | 13:23

მეზობელი ქვეყანა ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დგას. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ თურქეთში მმართველობის ფორმა იცვლება და ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება. ეს მოსახლეობის 51%-ის არჩევანია. აყენებს თუ არა ეჭვქვეშ დემოკრატიის ლეგიტიმურობას საკონსტიტუციო ცვლილებები? საითკენ მიისწრაფვის რეჯეპ ტაიპ ერდოღანი? როგორ საგარეო კურსს აირჩევს ნატოს წევრი ქვეყანა? რა რისკები ახლავს რეფერენდუმის შედეგებს? გადაცემის მიმოხილვა: სამ შაბათს, 30 მაისს ტვ 25-ის ეთერში თოქ-შოუში “საზოგადოებრივი პოზიცია” განვიხილეთ თურქეთის რეფერენდუმის შედეგები და მისი შესაძლო გავლენა საგარეო პოლიტიკაზე. გადაცემის სტუმრები იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დავით ბაციკაძე და პოლიტილოგი ასლან ლორთქიფანიძე.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ისაუბრა იმ მეზობლურ ურთიერთობებზე რაც თურქეთ-საქართველოს ამ ეტაპზე აქვს.იმ ფონზე, როცა სამეზობლოში ჩვენ ქვეყანას უკვე ყავს ერთპიროვნული მმართველი პუტინის სახით, თურქეთი ახალი რეალობით შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს საქართველოსთვის, თუმცა ახლო მომავალში ბაციკაძე ქვეყნებს შორის რაიმე დაძაბულობას გამორიცხავს, მას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ თურქეთს არ აწყობს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება.

დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ თურქეთი შეიძლება ეცადოს ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკიკაში ჩარევას და გავლენის მოპოვებას, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ბაციკაძისთვის ავტორიტეტული ორგანიზაციაა ეუთო, შესაბამისად, ისიც თვლის, რომ რეფერენდუმის შედეგები კითხვებს იწვევს. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით რომ თურქეთი არადემოკრატიულ სახელმწიფოდ ყალიბდება, ამაზე ღიად საუბრობს პოლიტოლოგი. ასლან ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ თუკი მეზობელი ქვეყანა ავტორიტარული მმართველობის გზით წავა დასავლეთთან ურთიერთობები თურქეთს გაურთულდება. დაიწყება შიდა არეულობა, არასტაბილური გარემო დაარტყამს თურქეთის ეკონომიკას, რაც ცუდ გავლენას იქონიებს ასევე საქართველოზე. თუკი თურქეთი უარს იტყვის დემოკრატიულ ღირებულებეზე, ეს ერთის მხრივ ჩვენ ქვეყანას დადებითად წაადგება -თვლის პოლიტოლოგი. ვინაიდან სამეზობლოში საქართველო ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა იქნება, რაც მის მიმართ დასავლეთის მხრიდან დაინტერესებას გაზრდის.

წყარო: TV25.