ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი წლის ბოლომდე შემუშავდება – ილია ელოშვილი [Video]

2017 წლის 19 ივნისი | 14:19

“ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა მუშავდება და სავარაუდოდ, 2-3 თვეში დასრულდება, მიმდინარე თვე კი ენერგეტიკის სამინისტრო ენერგოეფექტურობის შესახებ კანონზე მუშაობს და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დოკუმენტი მზად იქნება”, – ამის შესახებ  ჟურნალისტებს ილია ელოშვილმა ,,მდგარდი ენერგეტიკის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნული ენერგოუსაფრთოხების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, ბოლნისსა და თბილისში მდებარე  საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის თემაზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩატარდება. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, კამპანიის პერიოდში სამიზნე შენობების მოსარგებლეები ჩაართულები იქნებიან მრავალფეროვან აქტივობებში, საბოლოო მიზანი ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

სინქრონები:

  1. ილია ელოშვილი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
  2. ირაკლი ლექვინაძე – თბილისის მერის მოადგილე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.