ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივ აირზე ფასის მატებას არ გამორიცხავს {VIDEO} | GarbOnline.TV

ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივ აირზე ფასის მატებას არ გამორიცხავს {VIDEO}

2017 წლის 10 მარტი | 15:45

არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბუნებრივი აირის ფასის შესაძლო მატებაზე საუბრისას გააკეთა. კალაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის სრული იმპორტირება ხდება, ფასი კი  ვალუტის კურსზეა დამოკიდებული.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირზე ფასის მატება მოხდება, შესაძლოა მთავრობამ, ელექტრო ენერგიის მსგავსად, სუბსიდირებას მიმართოს.

გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

დღეს მოქმედი ტარიფის მიხედვით, ფიზიკური პირები 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 45,6196 თეთრს იხდიან, იურიდიული პირები – 75 თეთრს.

სინქრონი:

კახი კალაძე – ენერგეტიკის მინისტრი.