ეკა ზღულაძემ ქიმერიძის დაღუპვაზე ისაუბრა | GarbOnline.TV

ეკა ზღულაძემ ქიმერიძის დაღუპვაზე ისაუბრა

2012 წლის 30 მარტი | 19:58

სამთავრობო საათზე ეკა ზღულაძემ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დიმიტრი  ლორთქიფანიძის კითხვაზე, თუ რატომ არ მიეცა ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების უფლება და აღიძრა თუ არა საქმე იმ პირების მიმართ, რომლებიც მოქალაქეებს ჭირისუფლებისათვის მისამძიმრების საშუალებას არ აძლევდნენ და ჟურნალისტებს საქმიანობაში უშლიდნენ ხელს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პირველადი ექსპერტიზის დასკვნა არსებობს და მას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

კითხვის მეორე ნაწილი ზღულაძემ უცნაურად მიიჩნია და განაცხადა, რომ ჭირისუფლის გადასაწყვეტია, რა ვითარებაში გააცილოს მიცვალებული. მან აქვე აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებმა სატელევიზიო კომენტარი უკვე გააკეთეს  და ეს თემა ამოწურულია.

სოლომონ ქიმერიძე 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით ის მეორე სართულის კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

 

სინქრონი:

ეკა ზღულაძე – შსს მინისტრის მოადგილე;

ავტორები:

თამარ კარელიძე, სანდრო ხატიაშვილი.