ეკა მიშველაძე – პრეზიდენტის ლანძღვა გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად იქცა [Video]

2017 წლის 8 ივნისი | 19:05

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოლო პერიოდში ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობენ.

ეკა მიშველაძე, აცხადებს, რომ სამი თვეა პარლამენტის თავმჯდომარისგან ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ.

„გარკვეულწილად ვატყობთ ტენდენციას, რომ გარკვეულ ტრენდად სურთ ასეთი კომენტარების დამკვიდრება. შესაბამისად ამაზე კომენტარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება მიწების უცხოელებზე გაყიდვის საკითხს, ეკა მიშველაძე კიდევ ერთხელ ახმაურებს პრეზიდენტის პოზიციას, რომლის თანახმადაც,  მთავარია, ხელისუფლებამ შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის, სოფლის კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია  და მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხის დარეგულირებაზე  საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სინქრონი:

ეკა მიშველაძე – პრეზიდენტის პრეს-სპიკერი.