ეკა გიგაური – კომისიის თავმჯდომარე ატირდა {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 14:05

თბილისში 18.09 ოლქის 32-ე უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომიიის თავმჯდომრემ დაიწყო ტირილი და შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, –  ამის შესახებ ეკა გიგაურმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’ და ცესკოს წარმომადგენლებმა პარტიის წარმომადგენელს განუმარტეს, რომ თუ მსგავსი ქმედება გაგრძელდებოდა, ისინი პოლიციას გამოიძახებდნენ. გიგაურის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, პრობლემა აღმოფხვრილია.

სინქრონი:

ეკა გიგაური – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.