ძალადობის ფაქტი მარნეულში {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 16:08

მარნეულში  #36 მაჟორიტარული ოლქის #8 საარჩევნო უბანზე, მოქალაქე რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა, შეიჭრა კენჭყისყრის შენობაში და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,-ამის შესახებ მიხეილ ბენიძემ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირმა ენმ-ს წევრს რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული საგნები ესროლა.

მიხეილ ბენიძის თქმით, კანონდამრღვევი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს.

სინქრონი:

მიხეილ ბენიძე – “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობერტ ჭურღულია.