ძალადობის ფაქტი ბათუმის მეთხუთმეტე სკოლაში {VIDEO}

2017 წლის 30 მარტი | 10:47

ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაში მშობელმა შვილის თანასკოლელს სცემა.  ბავშვს, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეორე კლასელია. სკოლის დირექტორის განმარტებით  ბავშვებს შორის უთანხმოება ხშირად იყო და მშობელი ბავშვის დასჯას თავად შეეცადა. ადგილზე პოლიცია დირექტორმა გამოიძახა. ინცინდენტს  მანდატურიც შეესწრო. ფაქტთან  დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.ფაქტზე უკვე დაკითხულია სკოლის დირექტორი და მშობელი.  აჭარის განათლების სამინისტროში მომხდარის შესახებ იციან, თუმცა აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება პოლიციის პრეროგატივაა. რაც შეეხება ბავშვების მშობლებს, ჩვენ მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ შევძელით.

წყარო: TV25.ge.