დუშეთი და ჭიათურა-ისტორიული კუთხეების ახალი სიცოცხლე {VIDEO}

2017 წლის 21 მარტი | 15:32

ჭიათურაში 25 საბაგირო გზის რეაბილიტაცია, ყოფილი პიონერთა სასახლის შენობის აღდგენა და  ინდუსტრიული მუზეუმის კონცეფციის შექმნა -ისტორიული ქალაქის ინფრასტრუქტურის რე4აბილიტაცია ევროკავშირის პროექტის „კომუსის“ ფარგლებში იგეგმება. ამავე პროექტში საქართველოს კიდევ ერთი რეგიონი, დუშეთი ჩაერთო.

დონორთა საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც კულტურის სამინისტროში გაიმართა, აღნიშნულ რეგიონებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის ქალაქებიდან, ახალგაზრდები მუდმივად გაედინებიან, რის გამოც ისინი ნიჭსა და გამოცდილებას, საკუთარ რეგიონში არ აბანდებენ. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში, აქტიურ მოლაპარაკებები დაიწყება განათლების სამინისტროსთან, რეგიონებში, კულტურული საგანმანათლებლო ცენტრების შექმნის მიზნით, რომელიც ახალგაზრდებს დასაქმების რეალურ შანსს მისცემს.

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტი, რომელიც ისტორიული ქალაქების ურბანულ განვითარებას ისახავს მიზნად, 2015 წლიდან ხორციელდება.

მასში, საქართველოსთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო ზომის ქალაქე მონაწილეობენ. პროექტის ძირითადი მიზანი, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას, ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა.

სინქრონები:

  • ლევან ხარატიშვილი – კულტურის მინისტრის მოადგილე;
  • რუსუდან მირზიკაშვილი – ევროპის საბჭოს წარმომადგენელი;
  • ხათუნა ცერცვაძე – ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.