სეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – დაზარალდა ახაშენი, მუკუზანი,შაშიაანი [Video]

2017 წლის 8 მაისი | 15:37

რამდენიმე საათის წინ კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები: ახაშენი, შაშიანი, მუკუზანი, ველისციხის ნაწილი და ჩუმლაყი დააზარალა. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაა სოფელ ახაშენში. აქ სტიქია ,დაახლოებით, 20 წუთს გაგრძელდა და დაისეტყვა ვენახები და ატმის ბაღები. განადგურებულია მრავალწლიანი და ერთწლაინი კულტურები. დაიხოცა შინაური ფრინველი. გურჯაანის გამგეობის ინფორმაციით, ზარალს სტიქიის შემსწავლელი კომისია ითვლის. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ.

წყარო: TV გურჯაანი.