საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნება {VIDEO} | GarbOnline.TV

საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნება {VIDEO}

2016 წლის 9 დეკემბერი | 13:05

საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნება. საკითხზე სასამართლოს წარმომადგენელმა ჰააგაში ქართველ ჟურნლისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. წარმომადგენლობის მთავარი მიზანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულებთან კონტაქტი, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მედიასთან მჭიდრო კოორდინაცია იქნება. დეტალებზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ჟურნალისტს ჰააგაში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი ესაუბრა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის საქმის შესწავლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო. საქმეს პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს. პროკურორთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომზე მუშაობდნენ. კონსიტუტციის 42 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალებს გვაწვდის. ინფორმაციით, რუსეთის მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების პროცესში არ თანამშრომლობს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს  წარმომადგენლებს მთლიანად ეზღუდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან გასაუბრება.

ჩვენ იურისტს, რუსეთის რომის სტატუტის ხელმოწერის გაწვევის შესახებაც ვკითხეთ. იმ შემთხვევაში თუ კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო   რუსეთის კონკრეტული პირების მიმართ გამამატყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს რა მექანიზმით შეიძლება განჩინების აღსრულება, თუკი რუსეთი რომის სტატუტის არც წევრია და არც ხელმომწერი?

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წელს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი გენოციდის, სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. სასამართლოსთვის საქმის წარმოების პროცესში საველე ოფისების გახსნა პრაქტიკაში უკვე გამოყენებული აქვს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმომადგენლობის გახნის შესახებ დეტალებზე არ გვესაუბრებიან, თუმცა ამბობენ რომ ჰააგის სასამართლოსთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.

სინქრონები:

  • ნიკა ჯავარაშვილი – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  • ნიკოლოზ ლეგაშვილი – კონსტიტუციის 42 მუხლის აღმასრულებელი დირექტორი;
  • თამარ აბაზაძე – საიას იურისტი.

ავტორები:

თამარ კარელიძე, ნინო ხელაძე,  ბობი ჭურღულია.