სახელმწიფო სტრუქტურები ყოველწლიურად  საკვებ პროდუქტებზე 120 მილიონ ლარს ხარჯავს – სურსათის საჯარო შესყიდვების სისტემის ანალიზი [Video]

2017 წლის 9 ივნისი | 19:37

მცირე ფერმერების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში შესყიდვების რეგულაციებით პირდაპირ არ იკრძალება, თუმცა ზოგიერთი ირიბი ბარიერის გამო ისინი მონაწილეობის მიღებას მაინც ვერ ახერხებენ, – პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა შეისწავლა. მათი ანგარიშის მიხედვით, არსებული დაბრკოლებები იმპორტის წილის ზრდაზე აისახება.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად შესყიდული სასურსათო პროდუქტი საქონლის ხორცია, 16,2 მლნ. ლარის ოდენობით, მას მოსდევს ბოსტნეული და მარცვლეული. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის წილს, ყველისა და კვერცხის შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქტი დომინირებს, ხოლო თევზში, ფრინველისა და საქონლის ხორცში ადგილობრივს ყველაზე  დაბალი წილი უჭირავს.  დოკუმენტის თანახმად, სამინისტროები პროდუქტის ყველაზე დიდი შემსყიდველები არიან, გარდა ხილისა და კვერცხისა. ამ პროდუქტებს კი საჯარო საბავშვო ბაღები ყიდულობენ.

შესყიდვების კონტრაქტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ უმეტეს შემთხვევაში მიმწოდებლები ლოგისტიკური კომპანიები არიან, რის გამოც მცირე მეწარმეების მონაწილეობა ტენდერებში იზღუდება.

სინქრონი:

ლევან დადიანი – ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი.

ავტორები:

მარიამ მხითაროვა, დავით ჯიბუტი.