როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი მართებულად-ტრენინგი სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტებისთვის [Video]

2017 წლის 7 ივნისი | 18:36

ჰამბურგის Interlink Academy-ს ორგანიზებით, ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთსა და საქართველოდან, სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებას, სოციალური ქსელების უკეთ გამოყენებას მცდარი და ნამდივლი ინფორმაციის ერთმანეთისაგან გარჩევის უნარებს ეუფლებიან. ტრენინგი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდა.

სწავლება თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და  რამდენიმე ფაზას მოიცავდა.  პირველი ტრენინგ-კურსი აპრილში გაიმართა, ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამის შემდეგ, სამი ქვეყნიდან შერჩეული 11 მონაწილის მუშაობა ონლაინ გაგრძელდა. სპეციალურ პლატფორმაზე ისინი იღებდნენ და ასრულებდნენ ყოველკვირეულ დავალებებს, ესწერებოდნენ ვიდეოლექციებს. ასევე უსმენდნენ და კითხვებს უსვამდნენ სოციალური მედიის ექსპერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ივნისის დასაწყისში კი ტრენინგ-პროგრამის ბოლო ფაზაა დაგეგიმილი, სადაც მონაწილეები შეიმუშავებენ საბოლოო სტრატეგიას სოციალურ მედიაში და სერტიფიკატებსაც მიიღებენ.

Interlink Academy-ს პარტნიორი საქართველოში რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაა.

სინქრონები:

    1. თამარ კარელიძე-საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის პროგრამების მენეჯერი;
    2.  კატერინა კუტემაიერი – Interlink Academy-ს ტრენერი;
    3. სოფიო დათიშვილი-არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”.