დოპინგი – რუსი სპორტსმენების წარმატების “საწინდარი” {VIDEO}

2016 წლის 18 მაისი | 13:58

ორი წლის წინ ვიტალი სტეპანოვი და მისი მეუღლე იულია, განთქმული რუსი მორბენალი, გერმანული არხის “ORD”-ს სკანდალური დოკუმენტური ფლიმის გმირები გახდნენ. მაშინ იულიამ დაწვრილებით ისაუბრა, თუ როგორ ხდებოდა დოპინგზე ატლეტების სინჯების ფალსიფიცირება და თუ რამდენი ღირდა ეს. და აი ახალი მხილება,  მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი მეთაურის გრიგორი როჩინკოვის Skype საუბარის ჩანაწერის საფუძველზე, სტეპანოვი ამტკიცებს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მრავალი რუსი ათლეტი, მათ შორის ოქროსმედალოსანი, დოპინგს მოიხმარდა, ამავე დროს ფსბ-ს აგენტები თავს ანტიდოპინგური კონტროლის თანამშრომლებად ასაღებდნენ და დოპინგ სინჯების ანალიზის ყოველი ნაბიჯის კონტროლს ცდილობდნენ.

როგორც აშშ-ს ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორმა ტრევის ტაიგარტმა აღნიშნა, საუბარია არა სპორტსმენების ჯგუფზე, რომლებმაც სადღაც აკრძალული პრეპარატები იშოვეს, არამედ რუსეთში არსებულ მთელ სისტემაზე, რომელსაც სპორტის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს და რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებას, ნებისმიერ ფასად.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.