ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო სექტორს შეხვდა [Video]

2017 წლის 30 ივნისი | 15:17

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების რიგით მეჩვიდმეტე კონგრესი დილიდანვე განახლდა. კონგრესის ფარგლებში ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ დახურული შეხვედრა დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მათ აღნიშნეს, საუბრისას ძირითადად ყურადღება ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედების კიდევ შვიდი წლით გადავადების საკითხზე გაამახვილეს, ასევე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა  კონსტიტუციის ახალი პროექტის ლეგიტიმაციის საკითხი. რაც შეეხება ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციებს, იგი კვლავ მოუწოდეს სამთავრობო, არასამთავრობო თუ ოპოზიციურ ფლანგს კონსტრუქციული დიალოგისკენ.

წყარო: TV25.