დევიდ მაკალისტერი საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიის რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს [Video]

2017 წლის 24 მაისი | 14:29

-მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იყო.

“ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ფართო კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რადგან ძირეულ ცვლილებას ჰქონდეს წარმატება ქვეყანაში”,- აცხადებს მაკალისტერი.

ის ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს.

3-24 მაისს, საქართველოში ვიზიტისას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს და ადგილზე გაეცნენ შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

სინქრონი:

დევიდ მაკალისტერი  – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.