დეგუსტაცია – ახალი რეგულაცია ღვინის ექსპორტზე გასატანად [Video]

2017 წლის 13 ივნისი | 13:28

2016 წელს ექპორტზე საქართველოდან 53 ქვეყანაში 50 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. მეღვინეებს  ქვეყნის ფარგლებს გარეთ ღვინის გასატანად ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მიღებული სერტიფიკატი სჭირდებოდთ. თუმცა „ღვინის ეროვნული სააგენტომ“ 2015 წელს პარლამენტს ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, მოგვიანებით კი მათ კიდევ ორი მუხლი დაუმატა, ეს არის ჩამოსასხმელი ღვინის ექპორტის აკრძალვა და ექსპორტზე გატანამდე ყველა სახის ღვინის სავალდებულო შემოწმება-დეგუსტაცია. ღვინის ორგანოლეპტიკური შემწმების შემოღებას მეწარმეების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილშიც. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ეს საზღვარგარეთ ქართული ღვინის პრესტიჟს კიდევ უფრო გაზრდის.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობ ჭურღულია.