დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წყალდიდობის საშიშროება ნარჩუნდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი [Video]

2017 წლის 16 ივნისი | 16:03

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება და წვიმა 17 ივნისამდე შენარჩუნდება, თუმცა 19 ივნისიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 21-23 გრადუსი დაფიქსირდება.

ჰიდრომეტეოროგიური დეპრტამენტის ჰიდროპროგნოზების განყოფილების უფროსის ქეთევან წიკლაურის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმების გამო დასავლეთ საქართველოს რეგიონში უმეტესი მდინარე ძლიერად ადიდებულია, პროცესი დღესაც გრძელდება, ზოგიერთი მდინარემ 2-3 მეტრით მოიმატა.

წყალდიდობის საშიშროება ნარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში.

გარემოს ეროვნულისააგენტოს მოკლევადიან პროგნოზების განყოფილების უფროსის, თქმით 16 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, თუმცა სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში სეტყვის ალბათობას არ გამორიცხავენ.  რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მათი განმარტებით იქ არსებული უამინდობა და ძლიერი წვიმა დაახლოებით 23:00 საათისთვის შეწყდება და დილიდან გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მთლიანად საქართველოში 17 ივნისის დღის პირველი ნახევრიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 30-32 გრადუსამდე გაიზრდება.

თუმცა 19 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსებით ვარაუდობენ რომ წვიმა და დაბალი ტემპერატურა რამდენიმე დღეს გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლოა ხშირმა წვიმებმა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში  წყალდიდობაც გამოიწვიოს.

სინქრონები:

  1. ქეთევან წიკლაური – გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროგიური დეპრტამენტის ჰიდროპროგნოზების განყოფილების უფროსი;
  2. დოდო გვაზავა – გარემოს ეროვნულისააგენტოს მოკლევადიან პროგნოზების განყოფილების უფროსი.