დასაქმებულთა უფლებების დაცვა და შრომითი ინსპექცია – ტრენინგი ჟურნალისტებისთვის {VIDEO}

2016 წლის 2 ნოემბერი | 17:13

დასაქმებულთა უფლბების დაცვა, საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი და შრომის ინსპექციის მნიშვნელობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  ტრენინგზე ჟურნალისტებთან ერთად იმსჯელეს.

შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებს შრომით საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილებაც გააცნეს.

ტრენინგში ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს მედიის პროფესიული კავშირიც მონაწილეობდა.  ლაშა მესხის თქმით, საქართველოში  დასაქმებულთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა მძიმეა და მის გამოსწორებაში მნიშვნელოვანი როლი მედიას აქვს.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში გაიმართა.

სინქრონები:

ჟოლტ დუდაში – “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” უფროსი ტექნიკური მრჩეველი;
ლაშა მესხი – საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.