ბაქო-თბილისი-ყარსი – განსხვავებული აზრი

2017 წლის 13 ნოემბერი | 19:09

ნახეთ  სტრატეგიულო ანალიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რუხაძის ინტერვიუ გადაცემა “განსხვავებულ აზრში”.

  • ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის საქართველოში არსებულ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან პრპექტთაგან ერთ-ერთი;
  • სხვადასხვა ფორმით რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ეს პროექტი არ დასრულებულიყო და ყოველთვის ხედავდა როგორც საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულს.

კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი ანალიტიკოს რეზი ქოიავას მიერ ნათია კუპრაშვილისადმი მიცემულ ინტერვიუში.

  • სამხრეთ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკური როლი ბოლო პერიოდში, გლობალური ცვლილებების შედეგად, გაზრდილია. მათ შორის, ირანის სანქციებისაგან გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია;
  • ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს განხორციელებისთვის 10 წელი დასჭირდა, ეს შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ პროექტი არც ისე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მთვარი მონაწილისთვის, თურქეთისთვის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს;
  • ყველაფერი რაც სომხეთს მიღმა ტოვებს აზერბაიჯანის ინტერესია, აზერბაიჯანი ამ პროექტს სომხეთის იზოლაციის კიდევ ერთ მექანიზმად განიხილავს;
  • საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო გონიერი, მხარი დაეჭირა პროექტისთვის;
  • საქართველო დამოუკიდებელობის პერიოდში კარგად ახერხედა დაეცვა ბალანსი აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობებისას.

ოთხმოცდამეთხუთმეტე გადაცემა.