დავით უსუფაშვილი – სსმ-ს სამეურვეო საბჭოს კენჭისყრის შედეგებზე პასუხისმგებელი პარლამენტის თავმჯდომარეა {video}

2014 წლის 28 იანვარი | 17:10

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურევო საბჭოს წევრების შერჩევა-დამტკიცების, ნაწილობრივ, წარუმატებელ პროცესში პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკისრება, – აცხადებს დავით უსუფაშვილი და აქვე განმარტავს, რომ პროცესი დარღვევებით არ წარმართულა და საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული უფლებით მიიღო.

რაც შეეხება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას,  უსუფაშვილი ამბობს, რომ კომისია კონკრეტული კონკურსისთვის შეიქმნა. ის კომისიის წევრებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს.

27 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პარლამენტის თამვჯდომარეს მიმართა. ორგანიზაციები ახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ითხოვენ, კანდიდატები არსებულმა კომისიამ შეარჩიოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, ამ დრომდე,  მხოლოდ ოთხი კანდიდატი დაამტკიცა – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული ნათელა სახოკია, უმცირესობის მიერ შერჩეული ქეთევან მსხილაძე. ასევე სახალხო დამცველის კანდიდატები: ლელა გაფრინდაშვილი და მარინე მუსხელიშვილი.

სინქრონი:

დავით უსუფაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, ალექსანდრე ხატიაშვილი.