დატბორილი სოფელი ვარხანი – კადრები შემთხვევის ადგილიდან [Video]

2017 წლის 11 ივნისი | 15:48

უხვი ნალექის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარხანი დაიტბორა.

მდინარის წყალი ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებსა და საქონლის სადგომებში შეუვარდა. დახოცილია შინაური ფრინველი. დაზიანებულია ხიდები და გზები, დატბორილია ნათესები.

წყალდიდობამ აზარალა სოფელი აბასთუმანი, ბენარის ბაღები და არალი.

მძიმე ტექნიკა მუნიციპალიტეტში გვიანობამდე მუშაობდა. ადიგენს ტექნიკით დაეხმარა ახალციხის მუნიციპალიტეტი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მოსახლეობის ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა მოახდინა. ორი პიროვნება წყალდიდობის გამო სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წყარო: TV 9 .