დაპირისპირება გორში {VIDEO}

2016 წლის 30 ოქტომბერი | 16:42

ხმაური იყო დღეს სოფელ სობისის საარჩევნო უბანზე. აქ ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. როგირც ენმ-ს გორის ოფისში აცხადებენ მათ კოორდინატორს, ალბერტ მერებაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ თანმხლებ პირებთან ერთად მიაყენა. ხელჩართულ ჩხუბს, წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.

წყარო: “დია”.