დანია ახალგაზრდა ქართველი ფერმერების დაფინანსებისთვის 4 მილიონ დოლარს გამოყოფს [Video]

2017 წლის 9 ივნისი | 20:26

დანიამ საქართველოს ახალგაზრდა ფერმერებისთვის 29 მილიონ 800 ათასი კრონის ოდენობის გრანტი გამოყო. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე აღნიშნავს, გრანტის მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფერმერების განვითარება და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციაა. გრანტის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა დააკმაყოფილოს ასაკობრივი ზღვარი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს გეგმას. პროექტის თანახმად, მოქმედებს თანადაფინანსების სისტემა. ბიუჯეტის 60 %-ს უნდა ფლობდეს ფერმერი, 40 % კი სამინისტროსაგან გადაეცემა, დაბრუნების ვალდებულების გარეშე.

პროექტის პრეზენტაცია 16 ივნისს გაიმართება. მისი ხანგრძლივობა სამი წელია.

სინქრონები:

ნოდარ კეკელიძე-სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.