“დახლს ჩემი ჯიხურის წინ დავდგამ და ყიფიანი ვერ დამიშლის” – ბორჯომელი მოვაჭრე [Video]

2017 წლის 27 აპრილი | 16:04

ბორჯომელი მოვაჭრეების უკმაყოფილება სავაჭრო ჯიხურების წინ გამოტანილი დახლების აღებამ გამოიწვია. 9 აპრილის ქუჩაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით მისულ მოვაჭრეებს ხის კონსტრუქციები გატანილი დახვდათ. სამი წლის წინ მუნიციპალიტეტმა აქ  9 ჯიხური ააშენა. გამგეობამ მოვაჭრეებს ტერიტორია ერთწლიანი სარგებლობით გადასცა, რომელიც შემდეგ აუქციონის წესით შეისყიდეს. მოვაჭრეების თქმით, მის შესასყიდად ბანკიდან კრედიტები აიღეს.

სინქრონები

  • მანანა ქიმერიძემოვაჭრე;
  • ლევან თურმანიძემოვაჭრე;
  • მარინა თედიაშვილიმოვაჭრე;
  • როზა ჭოლაძემოვაჭრე;
  • ირინა გიუაშვილიმოვაჭრე;
  • ანზორ სვანიძებორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე.

ავტორები:

თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.

წყარო: ბორჯომი.