დაგეგმილი რეფერენდუმი ცხინვალში {VIDEO}

2017 წლის 8 თებერვალი | 14:49

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, ოკუპირებული რეგიონისთვის სახელწოდების შეცვლის მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა. ადგილობრივი მედიის ცნობით,  თიბილოვის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება და მასზე გატანილი იქნება საკითხი ოკუპირებული რეგიონის დასახელებაში დაემატოს ფორმულირება – „ალანიის სახელმწიფო“.

რეფერენდუმის ჩატრებას ეხმაურებიან თბილისში. პრემიერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.“-ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კონფლიქტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერის პასუხი. ამასთან, მიაჩნია, რომ მსგავსი სცენარის განმეორება აფხაზეთში ნაკლებად მოსალოდნელია, საქართველოს მთავრობამ კი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა გააქტიუროს.

სინქრონი:

თორნიკე შარაშენიძე – ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, სანდრო ხატიაშვილი.