2017 წლის 8 ივნისი | 17:46
ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც 16 ივნისს გამართება, საქართველოდან პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დაესწრებიან, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას – ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. მან აქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციები სუსტია და ეს 7 ივნისს გამართულ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც დადასტურდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ უკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, მისი პრეს-სპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
სინქრონი:
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე.