დაბალ ხარისხიანი საღებავით და ქსოვილით დამზადებული თეთრეული და ტანისამოსი – დაცულია თუ არა მომხმარებელთა უფლებები [Video]

2017 წლის 20 ივნისი | 12:26


ქართულ ბაზარზე ტექსტილის მრავალ ნაირსახეობას შევხვდებით. როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მათი ნაწილი პროდუქტის ხარისხს, ნაწილი, სტილს და ნაწილიც ფასს აქცევს ყურადღებას. თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლებები არ დაირღვეს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყურადღება ხარისხს მივაქციოთ. განსაკუთრებით კი ბავშვისთვის ტანსაცმილსა და თეთრეულის შემთხვევაში.

უხარისხო საღებავის, ქსოვილის ან მძიმე მეტალების აქსესუარებისგან დამზადებული ტექსტილი იწვევს ონკოპათოლოგიებისა და ალერგიულ დაავადებებს. მათ შორის ისეთებს, როგორიც არის კონტაქტური დერმატიტი და მილიარია. ექიმ-ალერგოლოგები თვლიან, რომ ტექსტილის წარმოებაში გამოყენებული ტოქსიკური ნივთიერებები დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენენ. აღნიშნული საფრთხეების შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენს სიუჟეტში შეიტყობთ, ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ რეკომენდაციებს, რომლებსაც სპეციალისტები გვთავაზობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ინფორმაციის ცოდნა მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.

ავტორები:

ირმა ჭარაქაშვილი, ბობ ჭურღულია.

გადაცემა “მრავალკუთხედი” – 344.