ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი – პრემიერი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს [Video]

2017 წლის 25 მაისი | 13:22

საქართველომ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, -პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ყვე;ლას წინასწარ მიულოცა. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს ის მიზანის მისაღწევად მთავრობა ნაბიჯებს უკვე დგამს.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სდომაზე, ასევე შეეხო 26-29 თბილისში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას.

მისი თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული.

სინქრონი:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი.