„ჩვენ არ ვართ პროპაგანდა“ – აქცია სასტუმრო „რედისონთან“ {video}

2013 წლის 20 ივნისი | 12:31

„ჩვენ არ ვართ პროპაგანდა“, „ჩვენ ნამდვილები ვართ“, ამ ლოზუნგებით მოქალაქეთა ჯგუფმა სასტუმრო „რედისონთან“ აქცია გამართა.

იმის დასადასტურებლად, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილ პეტიციაზე ხელი ნამდვილად მოაწერეს, მათ იდენტიფიცირებისათვის  ის ნომრები ჰქონდათ, რომლითაც სიაში არიან წარმოდგენილები.

სასტუმრო „რედისონში“  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ეკა ბესელიაც ესწრება. კომიტეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ექვსთვიანი მუშაობის შედეგებს გააცნობს.

სხდომაზე სამი მოქალაქე აქციიდანაც შევიდა. მათი განმარტებით, ისინი ანგარიშის მოსმენას აპირებდნენ, თუმცა, მათ სხდომა მალე დატოვეს.

სინქრონები:

თამარ გურჩიანი – იურისტი;
თეო ხატიაშვილი – კინომცოდნე;
თინა ბილიხოძე – აქციის მონაწილე;
მარინა კაიშაური – აქციის მონაწილე;
გურამ გურამიშვილი – არქიტექტორი.

 

ავტორი:

თამარ კარელიძე.