ჩხუბი გზაზე – გაყალბებული ვიდეო რუსულ ტელეარხზე {VIDEO}

2016 წლის 15 ივნისი | 12:40

მოსკოვისპირეთში მომხდარი ორი მძღოლის ჩხუბის ვიდეო რუსეთში ინტერნეტ სივრცეში უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. კადრებში ჩანს თუ როგორ გადაადგილდება გზის განაპირას მოტოციკლისტი, რომელსაც მაღალი გამავლობის ავტომობილის მძღოლი დაეწია და რამდენიმე რეპლიკის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და თავს დაესხა, რის შედეგადაც მოტოციკლისტი ძირს დააგორა.

ხელჩართული ჩხუბი იწყება, ახლა უკვე ძირს მეორე მძღოლი აღმოჩნდა. ეს ამბავი ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სახიფათო მართვის შესახებ გადაცემაში მოხვდა. მონტაჟის შემდეგ ვიდეოდან კონფლიქტის დასაწყისი გაქრა და ავტომობილის მძღოლი გამოჩნდა, როგორც მოტოციკლისტის თავდასხმის მსხვერპლი. ინტერნეტ მომხმარებლებმა მხარდაჭერა გამოხატეს მოტოციკლისტის მიმართ, რომლის კომენტარიც რუსეთის ტელევიზიაში არ არის, ხოლო ნაცემმა ავტომოყვარულმა მოვლენების საკუთარი ვერსია მოყვა.

რეპორტაჟი მომზადებულია პარტნიორი პროექტის – currenttime.tv – ს მიერ, GARB – თან თანამშრომლობით.