ჩხოროწყუში მედიის თვითრეგულირების საკითხებზე იმსჯელეს {VIDEO}

2016 წლის 2 ნოემბერი | 12:44

პროექტის “თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში” შესახებ იმსჯელეს ტელეკომპანია “კოლხეთი 89”-ში. საქართველოში მოქმედი 21 რეგიონული ტელევიზია და 5 რადიოსადგური, რომლებიც ყოველდღიურად ამზადებენ საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებს და არიან “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) წევრები, DW აკადემიის მხარდაჭერით, მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების საქმიანობის გააქტიურებას და ამ მხრივ აუდიტორიასთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს. პროგრამა თვითრეგულირების წარმომადგენელთა წვრთნასთან ერთად, ითვალისწინებს შეხვედრებს თემატურ ჯგუფებთან საქართველოს რეგიონებში.

წყარო: “კოლხეთი89”.