ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე | GarbOnline.TV

ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე

2012 წლის 19 მარტი | 16:47

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

თავის გამოსვლაში ჭიაბერაშვილმა დიდი დრო დაზღვევის თემას დაუთმო. მინისტრობის კანდიდატი ამბობს რომ პენსიონრებმა, 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა პირებმა ამ საკითხში სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა იგრძნონ. ჭიაბერაშვილის სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას და  სადაზღვეო პოლისში აქცენტების გადახედვას გეგმავს.

ჭიაბერაშვილის მტკიცებით, მისი მთავარი ამოცანაა სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და ექიმთა გადამზადების პროგრამები დაიწყოს რადგან  მისი თქმით კვალიფიცირებული კადრი სამედიცინო სფეროს გამართული მუშაობის წინაპირობაა.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისთან შენიშვნები ჰქონდათ ,,ქრისტიან-დემოკრატებს“. მაგდა ანიკაშილის განცხადებით, სადაზღვეო პაკეტები ხშირად ოპერაციამდე აუცილებელი ანალიზების ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.

 

სინქრონი:

ზურაბ ჭიაბერაშილი-შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი;
მაგდა ანიკაშილი-,,ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი.