ჩეხეთის სენატის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლთან [Video]

2017 წლის 15 ივნისი | 19:37

ოკუპირებულ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ზუგდიდში  ჩეხეთის სენატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  დელეგაციამ დაათვალიერა  ხურჩა-ნაბაკევის ყოფილი ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იქნა გაუქმებული და კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით. დელეგაციას თან ახლდა  სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც  მათ მიაწოდა ინფორმაცია  რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებათა  და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები   ეთნიკური ქართველების მდგომარეობის შესახებ.„ 21-ე საუკუნეში ასეთი საზღვრები არ უნდა არსებობდეს. ჩეხეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენლმა პეტერ კოლიბამ.

სინქრონი:

პეტერ კოლიბა – ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენელი საქართველოში.