ჩაშლილი რეფერენდუმი ოკუპირებულ აფხაზეთში – ქართველი პარლამენტარების შეფასება {VIDEO}

2016 წლის 11 ივლისი | 14:57

კრემლის მარიონეტების თამაში და კონფლიქტი კორუფციულ გარიგებებში – ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ რეფერენდუმის ჩატარებასა და შედეგებს არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა.

მსგავსი პოზიცია აქვს ლევან თარხნიშვილს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ რეფერენდუმის მიუხედავად, რეალურად, აფხაზი ხალხი გადაწყვეტილების მიღების ბერკეტს არ ფლობს და ყველაფერი რუსეთის ინტერესებზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რთული ვითარებაა და სიტუაციის კონტროლისთვის პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე პირობებში უნდა წარიმართოს.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით,  10 ივლისს,  რეფერენდუმი გაიმართა. მოქალაქეთა დაბალი აქტივობის გამო, იგი ჩაშლილად გამოცხადდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გამოკითხვაში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც აფხაზეთის მცხოვრებლების 1,23%-ს შეადგენს.

სინქრონები:

ზურაბ ჯაფარიძე – ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ლიდერი;
ლევან თარხნიშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი;
ზაქარია ქუცნაშვილი – “ქართული ოცნების” წევრი.

ავტორები:

ეკატერინე მამამთავრიშვილი, რობეტ ჭურღულია.