ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – გენერალი ჯონ ნიკოლსონი {VIDEO}

2016 წლის 7 ნოემბერი | 12:42

– ვაგრძელებთ რა ჩვენს მისიას ავღანეთში, ძალიან იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი,- ეს განცხადება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს პრემიერ-მინსტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მთავრობას სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს,“ – განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სინქრონი:

გენერალ ჯონ ნიკოლსონი – ნატოს “მტკიცე მხარდაჭერის მისიისა” და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი.