ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება – პრემიერი [Video]

2017 წლის 4 მაისი | 12:18

საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება,- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საფრანგეთში, ბორდოში გამართულ ღვინის ფესტივალზე, ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ საქართველო იქნება.

“საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ამ მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციის გააქტიურება დაავალა.

სინქრონი:

გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი.