ბიზნესიდეების კონკურსი მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის [Video]

2017 წლის 15 მაისი | 18:57

დღეიდან 31 მაისის ჩათვლით, მცირე და მიკრო მეწარმეებს  ბიზნესიდეების წარმოდგენა საიტზე www.qartuli.ge შეეძლებათ. განაცხადი, შესაძლოა, ეხებოდეს როგორც ახალი ბიზნესის წარმოწყებას, ასევე  – უკვე არსებულის გაძლიერება-გადაიარაღებას.

პირველ ეტაპზე იდეების გადარჩევა მოხდება, საბოლოოდ გამარჯვებულები კი ბიზნესგეგმის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდებიან. თითოეულ მეწარმეზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5 000 ლარია.

კონკურსი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

სინქრონი:

ირინა გიორგაძე – სსიპ “აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების მრჩეველი.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, ბობ ჭურღულია.