ბავშვთა დაცვის დღე თბილისში [Video]

2017 წლის 1 ივნისი | 19:08

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებს მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. უამრავი გასართობი ატრაქციონის გარდა, პარკში ოლიმპიადა ევერესტის ინიციატივით, ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად, წიგნების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

მთაწმინდის პარკში შეკრებილმა ბავშვებმა, ჩვენი კამერის წინ, საკუთარი ემოციებისა და სურვილების შესახებ ლაღად ისაუბრს და თანატოლებს, პირველი ივნისი მიულოცეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთელს მცოფლიოში 1949 წლიდან აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მასობრივი და კულტურული გასართობი ღონისძიებები ეწყობა. დღესასწაულს როგორც წესი, ბავშვებისადმი მიძღვნილი გამოფენებით, კონცერტებითა და ღონისძიებებით აღნიშნავენ.

სინქრონები:

  1. ირმა ჭარაქაშვილი-“ოლიმპიადა ევერესტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
  2. თამუნა ნურაშვილი;
  3. ანა კერესელიძე;
  4. ნიკა ჭანტურიძე.

ავტორები:

სალომე შალიკაშვილი, დავით ჯიბუტი.