ბათუმში ბრუცელოზის შემთხვევა დაფიქსირდა {VIDEO}

2017 წლის 24 მარტი | 13:29

ბათუმში 16 მარტს ბრუცელოზის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირებული პირუტყვი დღემდე სადგომზე რჩება.  რატომ უჭირთ სასაკლაოებს დაავადებული პირუტყვის ლიკვიდაციაზე თანხმობის გაცემა  და რას აკეთებს სახელმწიფო  დაავადების გავრცელების  შესაჩერებლად?  კიდევ ერთი რისკ ფაქტორი ამ რგოლში დაავადებული პირუტყვის მიერ წარმოებული რძის პროდუქტის რეალიზაციაში მოხვედრის საფრთხეა.  განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აგრარული ბაზარი   ფერმერისგან რძის პროდუქტის მიღების დროს მხოლოდ გეგმიური  შემოწმების დროს გაცემულ  საბუთს ეყრდნობა, ასეთი შემოწმება კი პირუტყვს მხოლოდ 6 თვეში  ერთხელ უტარდება.

წყარო: TV25.ge.