ბათუმში აფხაზური საკვირაო კლასები გაიხსნა {VIDEO}

2017 წლის 31 იანვარი | 15:55

დაინტერესებულ პირებს ენის შესწავლა ამ ეტაპზე ფერიისა და ბათუმის #14-ე საჯარო სკოლებში შეეძლებათ. კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მთავრობასთნ ერთად გახსნა. ამ ეტაპზე, ფერიის სკოლაში სამი ჯგუფი დაკომპლექტდა. მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. სტუმრებისთვის სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენაც მოაწყვეს – სახელწოდებით „ჩვენ დავბრუნდებით“. ფერიისა და ბათუმის მეთოთხმეტე სკოლები იმ მოტივით შეირჩა, რომ ირგვლივ ყველაზე მჭიდრო აფხაზური დასახლებაა.