ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 25%-მდე იყო {video}

2014 წლის 14 ივლისი | 11:41

საქართველოში თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურში გამარჯვება ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩვენო უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ბათუმში მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატმა კონკურენტი 77.29%-იანი მაჩვენებლით დაამრცხა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი დიასამიძე კი ხმათა 22.71% მიიღო.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 101 უბანზე 132 389 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. თუმცა არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი პოზიცია 25%-მდე ამომრჩხეველმა დააფიქსირა, რაც დაახლოვებით 34 ათას ხმას გულისხმობს. ამ დროისათვის 79-ე ოლქში სულ 3 საჩივარი შევიდა. საჩივრების მიღება ხვალ დასრულდება.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, თვითმმართველობის მეორე ტური დემოკრატიულად ჩატარდა და ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საიას მიერ ბათუმსა და ქობულეთში სულ 3 საჩივარი, სამართლიანი არჩევნების მიერ კი ხილოში 7 საჩივარი დაიწერა.

თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით ბათუმში დაფიქსირდა.

ავტორები:

თინათინ ჭკუასელი, ლაშა თავდგირიძე, მირიან ურუშაძე.

წყარო: TV25.ge.