ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს [Video]

2017 წლის 7 ივლისი | 15:07

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.   სხდომაზე მოწმის სახით იმ გამომძიებლებისა და სამართალდამცავების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებმაც საქმეზე უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მტკიცებულებები მოიპოვეს. ამ დროსათვის 300 მოწმიდან 30-მდე პირი დაიკითხა.  დაკავევულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. პროცესს მოსამართლე თამარ ბეჯანიშვილი უძღვება.

წყარო: TV25.