ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა [Video]

2017 წლის 11 მაისი | 22:47

ბათუმის მერიაში ახალი მეჩეთის ესკიზი მიმდინარე წლის 8 თებერვალს შევიდა. მუსლიმმა მრევლმა 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საკუთარი სახსრებით  400 ათას დოლარად შეიძინა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქართველ მუსლიმთა კავშირი სასამართლოში გეგმავს. ბათუმის მერიაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. ბრძანების მიხედვით კი, უარი მეჩეთის მშენებლობაზე  ფონდს  ქ.ბათუმში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ უთხრა.