ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ტარიფები 1 ივლისიდან შეიცვლება [Video]

2017 წლის 29 ივნისი | 12:24

ივლისი-აგვისტოს პერიოდში ბათუმიდან ნებისმიერი მიმართულებით მოძრავი ნებისმიერი მატარებლის ტარიფი გაიზრდება. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზის” დეპარტამენტში ადასტურებენ.

კომპანია “შტადლერის” ორსართულიანი ბიზნეს კლასით მგზავრობა 35-ის ნაცვლად 99 ლარი ეღირება, პირველი კლასით მგზავრობა კი 25-დან 60 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება მეორე კლასის სამგზავრო ბილეთის ფასს, 18-ის ნაცვლად 24 ლარი ეღირება.

ცვლილებებია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზეც. პირველი კლასი 25 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდება, მეორე კლასის ბილეთების ღირებულება კი 18 ლარიდან 24 ლარამდე გაიზრდება.

როგორც საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით მოქალაქეები იმ შეღავათებით ვერ იმგზავრებენ, რითაც 10 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ. შეცვლილი ტარიფები ძალაში სავარაუდოდ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე დარჩება.

წყარო: TV 25.