“აზოტიდან” გათავისუფლებულმა 57-მა თანამშრომელმა სასამართლოს სარჩელით მიმართა {VIDEO}

2017 წლის 15 მარტი | 16:11

ოფიციალური სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს შევიდა. გათავისუფლებული მუშები სამსახურში უპირობო აღდგენას და შრომითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. გარდა ამისა, გუშინ გახდა ცნობილი, რომ „აზოტის“ ახალმა მენეჯმენტმა აზოტის პროფკავშირებს კოლექტიური ხელშეკრულება შეუწყვიტა, თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კი სამსახურეობრივი საშვები დაუბლოკა. პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით ეს არის უკანონო ქმედება და ფაქტს საერთაშორისო შრომით ორგანიზაციებში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავის აზოტიდან“ 350 თანამშრომელი იანვარში წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულების ნაწილი საწარმოს შეთავაზებას, შრომით კომპენსაციას დათანხმდა. ნაწილი კი სასამართლოს გზით ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას.
სინქრონები:
თამაზ დოლაბერიძე – სამთო და ქიმიური მეწარმეობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე;
გელა ბიჭიაშვილი – “აზოტის” პროფკავშირების თავმჯდომარე.

წყარო: kktv.