აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა – საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოში {VIDEO}

2017 წლის 13 მარტი | 13:01

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის და განხორციელების მიზნით სპეციალური სწავლებები საქართელოს რამდენიმე რეგიონში გურიაში, იმერეთსა და სამერელოში ჩატარდა. აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნებელია, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი აზიანებს თხილს, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, ასევე კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს.

ტრენინგებს რეგიონის სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   რეგიონული შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დასავლეთ საქართველოში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ვიდეომასალა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

სინრონები:

  • ლალი გოგუაძე –  სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელი;
  • მარინა გულუა –  სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელ-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი;
  • გიორგი ქვარაია – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელ-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელი.