აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ [Video]

2017 წლის 1 ივნისი | 14:00

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ოგანიზებულ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა თავზე პოლიეთილენის შავი პარკები ჩამოიფარეს, რადგან, დაკავებულის ადვოკატის ინფორმაიცით,  სწორედ ასე გადაიყვანეს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საზღვარზე.

აქციის მონაწილეები ძალოვანი უწყებებისგან, საქართველოს პარლამენტისგან და მთავრობის წარმომადგენლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაშინ როცა მას საკუთარი პასპორტიც კი არ ჰქონდა თან.

აფგან მუხთალის მეუღლის ლეილა მუსტაფაევა საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, მათთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ გაიტაცა მისი მეუღლე და რომელი გზით გაიყვანეს ის ქვეყნიდან.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მორიგი მხარდასაჭერი აქცია 2 ივნისს, 11:00 საათზე პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

სინქრონები:

  1. ლეილა მუსტაფაევა – აფგან მუხთარლის მეუღლე;
  2. ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი;
  3. თაზო კუპრეიშვილი- ჟურნალისტი.

ავტორები:

ნინო ხაბაძე, ბობ ჭურღულია.